აშშ-თან შეთანხმების შემდეგ ირანმა 20 ერთეული რუსული ვერტმფრენი შეიძინა

აშშ-თან შეთანხმების შემდეგ ირანმა 20 ერთეული რუსული ვერტმფრენი შეიძინა

ფოტო: themedialine.org

 

ირანული სახელმწიფო მედიასააგენტოების ინფორმაციით, აშშ-თან მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ირანელი ოფიციალური პირები საქმიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდნენ და 20 ერთეული რუსული ვერტფმრენი შეიძინეს. ირანული მედიის თანახმად, შესყიდული საფრენი აპარატები ლოგისტიკური და საჰაერო-სამაშველო ფლოტისთვის არის განკუთვნილი.

მოგეხსენებათ, აშშ-თან და ისრაელთან წარმოებული რამდენიმეთვიანი ომის პერიოდში ირანის სამხედრო-საჰაერო ძალები განსაკუთრებით დაზარალდა. ომის პერიოდში დაიბომბა ირანული ავიაბაზები და განადგურდა მათ არსენალში არსებული მოძველებული, საბჭოთა საფრენი აპარატების დიდი ნაწილი.

ირანული WANA-ს თანახმად, მოსკოვში ვიზიტის დროს, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების პრეზიდენტმა, პირ-ჰუსეინ კულივანდმა სააქციო საზოგადოება „რუსეთის ვერტმფრენებთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი 20 ერთეული ვერტმფრენის შესაძენად გაფორმდა.

პირ-ჰუსეინ კულივანდმა შეთანხმებას ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა უწოდა. მისი განმარტებით, პირველი ოთხი ერთეულის შესაძენად კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და მათი მიწოდება 2027 წლის მარტამდეა დაგეგმილი.

„ეს ვერტმფრენები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ღამის ხედვის სისტემებით, რაც ღამის ფრენის ოპერაციების განხორციელების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ისინი გამოდგება ხანძრის ქრობის, სამედიცინო და სამაშველო ოპერაციებისთვისაც“ – განაცხადა ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი მოდელის ვერტმფრენებზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას არც ირანული და არც რუსული მხარე არ ავრცელებს. უცნობია ისიც, თუ რა თანხა გადაიხადეს ირანელებმა რუსულ საფრენ აპარატებში.

შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ის შორის მიღწეულ შეთანხმებას ხელი პარასკევს, შვეიცარიაში მოეწერება. ამის შემდეგ კი დაიწყება 60-დღიანი პერიოდი, როდესაც მხარეები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის პირობების დაახლოებაზე იმუშავებენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.