2020 წელს მსოფლიოში 16 მილიარდერი გარდაიცვალა, თუმცა, არცერთი მათგანის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა. ცნობისთვის, გასულ წელს 23 მილიარდერი გამოაკლდა მსოფლიოს.
ამერიკულმა Forbes-მა მათი ჩამონათვალი მოამზადა, რომელსაც გთავაზობთ:
სამნერ რედსტოუნი, Viacom და CBS
ქვეყანა: აშშ
გარდაიცვალა 2020 წლის აგვისტოში 97 წლის ასაკში
ქონება: $2.6 მილიარდი
რედსტოუნი მედია მაგნატი იყო, ის Viacom-ს და CBS-ს აკონტროლებდა, მას ნაყიდი ჰქონდა MTV, Nickelodeon-ი და Comedy Central-იც. რედსტოუნმა მამამისის კინოთეატრების ქსელი გამოიყენა ზრდა-განვითარებისთვის და 1987 წელს გიგანტი გასართობი ბიზნეს-კომპანია Viacom იყიდა.
ლი კუნ-ჰე, Samsung Group
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
გარდაიცვალა 2020 წლის ოქტომბერში 78 წლის ასაკში
ქონება: $17.3
ლი სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის Samsung Group-ის ხელმძღვანელი იყო. ის Samsung-ში 1987 წელს მივიდა მამამისის გარდაცვალების შემდეგ. მან კომპანია გაზარდა მეხსიერების ბარათების, პლაზმური ტელევიზორების და სმარტფონების წარმოებით. ის 2007 წლიდან სამხრეთ კორეაში უმდიდრესი ადამიანი იყო. ლის 2014 წელს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც ვეღარ მუშაობდა. კომპანიას კი იმ დროიდან მისი შვილი ჯეი ლი მართავს.
ჟოზეფ საფრა, Banco Safra
ქვეყანა: ბრაზილია
გარდაიცვალა 2020 წლის 10 დეკემბერს 82 წლის ასაკში
ქონება: $23.2 მილიარდი
საფრა მსოფლიოს უმდიდრესი ბანკირი იყო. მან თავისი ქონება და საბანკო იმპერია მდიდარ კლიენტებსა და კომპანიებზე ფოკუსირებით ააშენა. ის ლიბანკში დაიბადა ბანკირების ოჯახში, თუმცა, წარმოშობით სირიელი იყო. ბრაზილიაში კი მან და მისმა ძმამ ქვეყნის მერვე უმსხვილესი ბანკი Banco Safra დააარსეს. გარდა ამისა, ის შვეიცარიაში ფლობდა ბანკ J. Safra Sarasin-ს. ის და მისი ძმა Forbes-ის მილიარდერების სიაში 2000 წლიდან მოხვდნენ.
ვიტნი მაკმილანი, Cargill
ქვეყანა: აშშ
გარდაიცვალა 2020 წლის მარტში 90 წლის ასაკში
ქონება: $5.1 მილიარდი
მაკმილანი აგრობიზნესით დაკავებული კომპანია Cargill-ის ყოფილი ხელმძღვანელი იყო. მან კომპანია გლობალურ ორგანიზაციად აქცია. მაკმილანმა 44 წელი დაჰყო აღნიშნულ კომპანიაში.
მაკმილანის ხელში 2019 წელს კომპანიამ $113.9 მილიარდის გენერირება შეძლო.
რანდალ როლინსი, Rollins
გარდაიცვალა 2020 წლის აგვისტოში 88 წლის ასაკში
ქონება: $4.9 მილიარდი
Rollins-ი აშშ-ში მავნებლებთან ბრძოლის და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. რანდალ როლინსი საოჯახო ბიზნესს 1953 წელს შეუერთდა. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპანიას თავის მილიარდერ ძმასთან ერთად.
ლო სიუ თონი, Yu Tai Hing
ქვეყანა: ჰონგ-კონგი
გარდაიცვალა 2020 წლის იანვარში 90 წლის ასაკში
ქონება: $1.3 მილიარდი
ლო სიუ თონი ჰონგ-კონგში უძრავი ქონების ბიზნესში 1966 წლიდანაა, მისი კომპანია ოფისებს, საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებს აშენებს.
პარკ იონ ჩა, Taekwang Industrial
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
გარდაიცვალა 2020 წლის იანვარში 74 წლის ასაკში
ქონება: $3.1 მილიარდი
მისი კომპანია Taekwang Industrial აწარმოებს ფეხსაცმელებს ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა მაგალითად, Nike-ი. მას ფაბრიკები აქვს ვიეტნამში, ინდონეზიასა და ჩინეთში.
არნ ვილჰელმსენი, Royal Caribbean Cruises
ქვეყანა: ნორვეგია
გარდაიცვალა 2020 წლის აპრილში 90 წლის ასაკში.
ქონება: $1.5 მილიარდი
ვილჰელმსენმა კომპანია Royal Caribbean Cruises 1969 წელს დააარსა, ის ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო ოპერატორია მთელ მსოფლიოში.
დმიტრი ბოსოვი, Sibanthracite Group
ქვეყანა: რუსეთი
გარდაიცვალა 2020 წლის მაისში 52 წლის ასაკში
ქონება: $1.1 მილიარდი
ბოსოვი ცნობილი იყო თავისი კომპანია Sibanthracite Group-ით, რომელიც აერთიანებს ქვანახშირის რამდენიმე მწარმოებელს ციმბირში. ის გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, მას თავის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი.
მანუელ ჟოვე, Fadesa Inmobiliaria
ქვეყანა: ესპანეთი
გარდაიცვალა 2020 წლის მაისში 78 წლის ასაკში
ქონება: $1.7 მილიარდი
ჟოვე უძრავი ქონების კომპანია Fadesa Inmobiliaria-ს დამაარსებელი იყო. მან 2006 წელს კომპანიის 55%-იანი წილი $3 მილიარდად გაყიდა.
ედუარდო კოჟუანგკო, San Miguel
ქვეყანა: ფილიპინები
გარდაიცვალა 2020 წლის ივნისში 85 წლის ასაკში
ქონება: $1 მილიარდი
ის ფილიპინელი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის მოკავშირე იყო. კოჟუანგკო კოგლომერატ San Miguel-ის ხელმძღვანელი 1998 წელს გახდა.
მანუელ მორუნი, Ambassador Bridge
ქვეყანა: აშშ
გარდაიცვალა 2020 წლის ივლისში 93 წლის ასაკში
ქონება: $1.5 მილიარდი
მორუნს სატრანსპორტო ბიზნესი ჰქონდა.
ედმუნდ ანსინი, Sunbeam Television
ქვეყანა: აშშ
გარდაიცვალა 2020 წლის ივლისში 84 წლის ასაკში
ქონება: $1 მილიარდი
ანსინს უძრავი ქონების ბიზნესი მემკვიდრეობით ერგო, მან კი ბიზნესი მედია იმპერიად აქცია. მისმა ოჯახმა $2.4 მილიონი გადაიხადა WSVN ტელევიზიაში.
ალოიზიო დე ანდრადე ფარია, Banco Real
ქვეყანა: ბრაზილია
გარდაიცვალა 2020 წლის სექტემბერში 99 წლის ასაკში
ქონება: $1.7 მილიარდი
ფარია პროფესიით ექიმი იყო, თუმცა, მას მისი ოჯახისგან Banco Real-ის მმართველობა ერგო მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა.
სუნა კირაჩი, Koc Holding
ქვეყანა: თურქეთი
გარდაიცვალა 2020 წლის სექტემბერში 79 წლის ასაკში
ქონება: $1.4 მილიარდი
კირაჩი Koc Holding-ის დამფუძნებლის უმცროსი ქალიშვილი იყო. აღნიშნული კონგლომერატი აერთიანებს ბიზნესებს ენერგო, ავტო, სამომხმარებლო და ფინანსურ სფეროებში.
შელდონ სოლოუ, Solow Building Co
ქვეყანა: აშშ
გარდაიცვალა 2020 წლის ნოემბერში 92 წლის ასაკში
ქონება: $4.4 მილიარდი
სოლოუ მანჰეტენელი უძრავი ქონების დეველოპერია. მან ჯერ კიდევ 1972 წელს ააშენა ნიუ-იორკში ცათამბჯენი, სადაც საოფისე ფართები იყო განთავსებული.