არ აქვს მნიშვნელობა თქვენ წარმატებულ ბიზნესს ქმნით თუ კარიერის კიბეებზე წინ მიწევთ, ყოველთვის იპოვით ადამიანს, რომელიც შთაგაგონებთ და რომელიც დიდ წვლილს შეიტანს თქვენს წარმატებაში. მსგავსი ადამიანები კი ბევრნი არიან. CNBC-მა წარმატებული და გავლენიანი მილიარდერების წიგნების სია შეადგინა, რომლის წაკითხვაც თითოეულ ადამიანს დააინტერესებს და წინსვლაში დაეხმარება. ესენია:
ოპრა უინფრის “გზამ ნათელი გახადა: შენი ცხოვრების მიმართულების და მიზნის პოვნა“
ოპრას აღიშნული წიგნის თავები ისეა დაყოფილი, რომ დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი მთავარი მიღწევები, აღმოაჩინოთ საკუთარი თავი და გაიაზროთ, სინამდვილეში რა გჭირდებათ ბედნიერების და წარმატების მისაღწევად.
რეი დალიოს წიგნი “პრინციპები: ცხოვრება და მუშაობა“
ინვესტორი და მეწარმე რეი დალიო უზიარებს სხვებს იმ პრინციპებს, რომლებიც მან საინვესტიციო კომპანია Bridgewater Associates-ის შექმნის პროცესში განივითარა. აღნიშნული კომპანია ახლა დაახლოებით $160 მლრდ-ის ოდენობის თანხას მართავს და მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს. დალიოს წიგნი ასობით პრაქტიკულ გაკვეთილს სთავაზობს მკითხველს, რაც მათ დაეხმარება უფრო ჭკვიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და უფრო ძლიერი გუნდების შექმნაში.
ფილ ნაითის წიგნი “Nike-ის შემქმნელის მემუარები“
აღნიშნულ წიგნში Nike-ის დამფუძნებელი გულწრფელ მემუარებს უყრის თავს, თუ როგორ ააშენა მან ფეხსაცმლის იმპერია. ცნობისთვის აღნიშნული წიგნი ბილ გეითსმა 2016 წლის საუკეთესო ხუთ წიგნს შორის დაასახელა.
რიჩარდ ბრენსონის “უმანკოების დაკარგვა: როგორ გადავრჩი, ვიმხიარულე და შევქმენი ბიზნესი“
აღნიშნული წიგნი ბრიტანელი მილიარდერის ავტობიოგრაფიაა, რომელშიც აღწერილია თუ როგორ მიაღწია წარმატებას ბრენსონმა რაღაცების თავისებურად კეთებით. აღნიშნული წიგნი მსოფლიო დონის ბესთსელერია.
ბილ გეითსის წიგნი “ბიზნესი @ ფიქრების სიჩქარე: წარმატება ციფრულ ეკონომიკაში“
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნი ორი ათეული წლის წინ გამოიცა, Microsoft-ის თანადამფუძნებლის მაგალითები თუ როგორ გამოიყენა მან ინფორმაციის ნაკადი კონკურენტულობის შენარჩუნებაში, დღესაც გამოსადეგია, ვინაიდან მისი პროდუქტი დღესაც რელევანტურია.
თუ თქვენ საკუთარ ბიზნესს აწარმოებთ, გეითსის წიგნი დაგეხმარებათ იფიქროთ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი კომპანიის სამუშაო პროცესი და როგორ მიიღოთ ჭკვიანური გადაწყვეტილებები.
შერილ სანდბერგის წიგნი “ქალები, მუშაობა და ლიდერობის სურვილი“
შერილ სანდბერგის წიგნი მასშტაბურად კულტურული ფენომენი გახდა როდესაც ის 2013 წელს გამოსცეს. ვინაიდან ამ წიგნმა ხალხი აალაპარაკა ქალებზე და მათ კარიერულ ამბიციებზე.
ეს წიგნი ინსპირაციაა, რომელსაც შერილ სანდბერგი სთავაზობს მკითხველს. შერილი Facebook-ის მთავარი საოპერაციო ხელმძღვანელია, მისი რჩევები კი მოიცავს, როგორც პროფესიული წინსვლისთვის საჭირო, ასევე პირადი მიღწევებისა და განვითარებისთვის საჭიროა რჩევებსაც.
მარკ კუბანის წიგნი “როგორ გავიმარჯვოთ ბიზნესის სპორტში: თუ მე შემიძლია, შენც შეგიძლია“
ამერიკელი ანტერპრენერი და ინვესტორი, ასევე საკალათბურთო კლუბ Dallas Mavericks-ის მფლობელი მკითხველებს უფრო მეტ შიგნიდან მომდინარე ცოდნას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული ანტერპრენერი. თუ ჯერ არ გაგიგიათ, როგორ მიაღწია მარკმა წარმატებას (თავიდან ის ყიდდა ფხვნილისგან დამზადებულ რძეს), მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ, ვინაიდან ის დაგეხმარებათ შთაგაგონოთ, თუ როგორ უნდა განაგრძოთ წინსვლა რთულ პერიოდებშიც კი.
პიტერ თილის წიგნი “ნულიდან ერთამდე: ჩანაწერები სტარტაპებზე, ან როგორ შევქმნათ მომავალი“
პიტერ თილს აქვს დიდი ისტორია სხვადასხვა კომპანიების შექმნისა და ინვესტირების. ის PayPal-ის და Palantir Technologies-ის თანადამფუძნებელია. ის ასევე პირველი ინვესტორი იყო Facebook-ში.
თავის წიგნში ინვესტორი ხსნის იმ ფილოსოფიას, რომელსაც იყენებს ფინანსური წარმატების მიღწევაში და მკითხველს სთავაზობს ინოვაციების შესახებ განსხვავებულ ხედვას.
მეგ ვაითმენის წიგნი “ბევრის ძალა: წარმატების ფასი ბიზნესსა და ცხოვრებაში“
მეგ ვაითმენი eBay-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. ის თავის წიგნში წერს იმ მთავარი ღირებულებების – ნდობის, ავთენტურობის, გამბედაობის – შესახებ, რამაც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა.