ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მთავარი აღმასრულებლის სტეფან ბანსელის ქონება $200 მილიონით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 95%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიის საბჭოს წევრების – მეცნიერის ბობ ლანგერისა და იმუნოლოგ ტიმ სპრინგერის ქონებაც გაიზარდა $100 და $110 მილიონით.
“ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. კვლევამ მოგვცა პირველი კლინიკური დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის დაავადების პრევენცია“, – განაცხადა 48 წლის ბანსელმა.
ცნობისთვის, Moderna-ს ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესში 30 000-ზე მეტ მონაწილეს გაკეთებული სატესტო ვაქცინის შედეგად, კორონავირუსი არ გადაედო. ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები 9.6%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, Moderna-ს ვაქცინის გარდა, წარმატებული შედეგი აჩვენა Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინამაც. გასულ კვირას აღნიშნულმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ია.