მომავალ სამ წელიწადში, კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung სამსახურში დამატებით ორმოცი ათას ადამიანს აიყვანს, რისთვისაც, $205 მილიარდზე მეტს დახარჯავს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს თანხა უმეტესწილად Samsung Electronics-ისა და Samsung Biologics-ის განვითარებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ადრე შემუშავებულ გეგმასთან, რომლის თანახმადაც, 2030 წლამდე, ჩიპების წარმოებაში კორეულ გიგანტს $151 მილიარდი უნდა დაებანდებინა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, კორეული კომპანიის აქციების ფასმა 3.1%-ით იმატა.