მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმების სამსახურმა ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სია გამოქვეყნა. კვლევის მიხედვით, უახლოეს 10 წელში დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნა ყველაზე მეტად განახლებადი ენერგიის სფეროებზე გაიზრდება. დღეისთვის აღნიშნულ სფეროში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მზისა და ქარის სადგურების ტექნიკური სპეციალისტების რაოდენობა 9,000-ს შეადგენს.  

მოთხოვნა მომდევნო 10 წელში ყველაზე მეტად შემდეგ პროფესიებზე გაიზრდება: 

10. მათემატიკოსი – მოსალოდნელი ზრდა – 29,4%, საშუალო ანაზღაურება – $105 600 

9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – მოსალოდნელი ზრდა – 30,5%, საშუალო ანაზღაურება $104 300 

8. ფიზიკური თერაპევტის თანაშემზე – მოსალოდნელი ზრდა 30,8%, საშუალო ანაზღაურება – $56 850 

7. სტატისტიკოსი – მოსალოდნელი ზრდა – 33%, საშუალო ანაზრაურება – $85 000

6. მედდა – მოსალოდნელი ზრდა – 35%, საშუალო ანაზღაურება – $104 000

5. თანაშემწე პირადი მოვლისთვის – მოსალოდნელი ზრდა 37%, საშუალო ანაზღაურება – $22 000

4. ექიმის თანაშემწე – მოსალოდნელი ზრდა – 37,4%, საშუალო ანაზღაურება – $102 000 

3. პირადი მედდა – მოსალოდნელი ზრდა – 46,7%, საშუალო ანაზღაურება – $23 000 

2. ქარის სადგურების სპეციალისტი – მოსალოდნელი ზრდა – 96%, საშუალო ანაზღაურება – $54 3000

1. მზის პანელების სპეციალისტი -მოსალოდნელი ზრდა – 105%, საშუალო ანაზღაურება – $42 000

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *