მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 18 მილიარდი დოლარი იზარალეს. Forbes ვერსიით, ოთხშაბათს სავაჭრო ბირჟების დახურვის შემდეგ პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება სწორედ 18 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ყველაზე მეტად Amazon დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი დაზარალდა, რომლის ქონებაც 3.5 მილიარდი დოლარითაა შემცირებული.
მიზეზი ამერიკის საფონდო ინდექსის ერთ დღეში 3%–ით დაცემა გახდა. კერძოდ, Dow Jones–მა 800,49 პუნქტი დაკარგა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. Nasdaq 3.02%–ით შემცირდა, S&P 500 კი 2.93%–ით.
Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 3.2 მილიარდი დოლარით შემცირდა, ბერნარ არნოსი კი 3 მილიარდი დოლარით.
ერთადერთი მილიარდერი Forbes-ის TOP 10 მდიდარი ადამიანის სიიდან, ვისი ქონებაც არ შემცირებულა ნიუ–იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგია.