მსოფლიოს სუპერმდიდრები ახლა კიდევ უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ორი თვის წინ. კერძოდ, მარტის თვის შემდეგ 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა საერთო ჯამში $255 მლრდ მოიგო.
ამ კუთხით ყველაზე მეტად Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა იხეირა, ვინაიდან სოცქსელის აქციების ფასი დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. შედეგად ცუკერბერგის ქონება ახლა უკვე $86.5 მლრდ-ია და ის უმდიდრესების სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. დოლარებში ყველაზე მეტად მოგებული ცუკერბერგის შემდეგ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.
გთავაზობთ 25 უმდიდრესი ადამიანის სიას და იმას, თუ ვინ რამდენი მილიარდი დოლარით გაზარდა ქონება კორონავირუსის პანდემიის პირობებში:
1. ჯეფ ბეზოსი
ქონება: $146.9 მილიარდი, გაიზარდა $29.9 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: Amazon
2. ბილ გეითსი
ქონება: $106.5 მლრდ, გაიზარდა $11.9 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: Microsoft
3. ბერნარ არნო
ქონება: $94.1 მლრდ, გაიზარდა $12.8 მლრდ-ით
ქვეყანა: საფრანგეთი
სიმდიდრის წყარო: LVMH
4. მარკ ცუკერბერგი
ქონება: $86.5 მლრდ, გაიზარდა $31.4 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: FACEBOOK
5. უორენ ბაფეტი
ქონება: $69.2 მლრდ, გაიზარდა $6 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: BERKSHIRE HATHAWAY
6. ლარი ელისონი
ქონება: $66.4 მლრდ, გაიზარდა $10.4 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: SOFTWARE
7. სტივ ბალმერი
ქონება: $65.4 მლრდ, გაიზარდა $14 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: MICROSOFT
8. ლარი ელისონი
ქონება: $63.6 მლრდ, გაიზარდა $14.2 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: GOOGLE
9. სერგეი ბრინი
ქონება: $61.3 მლრდ, გაიზარდა $13.7 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: GOOGLE
10. ამანსიო ორტეგა
ქონება: $60.5 მლრდ, გაიზარდა $5.2 მლრდ-ით
ქვეყანა: ესპანეთი
სიმდიდრის წყარო: ZARA
11. ჯიმ უოლტონი
ქონება: $55.2 მლრდ, გაიზარდა $3.6 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: WALMART
12. ელის უოლტონი
ქონება: $55.2 მლრდ, გაიზარდა $3.6 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: WALMART
13. რობ უოლტონი
ქონება: $54.8 მლრდ, გაიზარდა $3.6 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: WALMART
14. ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი
ქონება: $54.2 მლრდ, გაიზარდა $6.4 მლრდ-ით
ქვეყანა: საფრანგეთი
სიმდიდრის წყარო: L’OREAL
15. მაკეშ ამბანი
ქონება: $52.7 მლრდ, გაიზარდა $19.9 მლრდ-ით
ქვეყანა: ინდოეთი
სიმდიდრის წყარო: ნავთობი, გაზი, პეტროქიმიკატები
16. კარლოს სლიმი
ქონება: $51.2 მლრდ, გაიზარდა $4.2 მლრდ-ით
ქვეყანა: მექსიკა
სიმდიდრის წყარო: TELECOM
17. მაკენზი ბეზოსი
ქონება: $47.8 მლრდ, გაიზარდა $10.4 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: AMAZON
18. მა ჰუატენი
ქონება: $46.4 მლრდ, გაიზარდა $6.8 მლრდ-ით
ქვეყანა: ჩინეთი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტ მედია
19. ჯეკ მა
ქონება: $41.3 მლრდ, გაიზარდა $3 მლრდ-ით
ქვეყანა: ჩინეთი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია
20. ფილ ნაითი
ქონება: $37.7 მლრდ, გაიზარდა $9.9 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: NIKE
21. ელონ მასკი
ქონება: $36.7 მლრდ, გაიზარდა $9.5 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: TESLA, SPACEX
22. კოლინ ჟენ ჰუანი
ქონება: $35.6 მლრდ, გაიზარდა $17.9 მლრდ-ით
ქვეყანა: ჩინეთი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია
23. ფრანსუა პინო
ქონება: $31.8 მლრდ, გაიზარდა $2.1 მლრდ-ით
ქვეყანა: საფრანგეთი
სიმდიდრის წყარო: ძვირად ღირებული ფუფუნების პროდუქცია
24. შელდონ ადელსონი
ქონება: $30.7 მლრდ, გაიზარდა $1.4 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
25. მაიკლ დელი
ქონება: $28.3 მლრდ, გაიზარდა $3.5 მლრდ-ით
ქვეყანა: აშშ
სიმდიდრის წყარო: DELL