მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია

Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2019 წლის სია გამოაქვეყნა. პირველად, ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება $100 მილიარდზე მეტია.

კიდევ ერთი წარმატებული წლის შემდეგ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება გამოცემამ $131 მილიარდად შეაფასა.

ჯამში მილიარდერებისთვის გასული წელი წარმატებული არ აღმოჩნდა და მათი რაოდენობა მსოფლიოში 55-ით შემცირდა. წლევანდელი შეფასებით, მსოფლიოში 2 153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი $8.7 ტრილიონს შეადგენს, რაც $400 მილიარდით ნაკლებია წინა წელზე.

ამასთან, წლევანდელ სიას 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გამოაკლდა, – ჯამში 247, აქედან 47 მილიარდერი დაკარგა ჩინეთმა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების უმეტესობა კვლავ ამერიკელია, – მათგან 14 კი სიის TOP-ოცეულში შედის. ჯამში ამერიკელების რაოდენობა რეიტინგში 607-ს შეადგენს.

პლანეტის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი შემდეგია:

ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი – $131 მილიარდი

ბილ გეითსი, Microsoft-ის დამფუძნებელი – $96,5 მილიარდი

უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი – $82.5 მილიარდი

ბერნარ არნო, LVMH-ის დამფუძნებელი – $75 მილიარდი

კარლოს სლიმ ელუ, მედიამაგნატი – $64 მილიარდი

ამანსიო ორტეგა, Intidex-ის თანადამფუძნებელი – $62.7 მილიარდი

ლარი ელისონი, Oracle-ის თანადამფუძნებელი – $62.5 მილიარდი

მარკ ცუკერბერგი, Facebook-ის დამფუძნებელი – $62.3 მილიარდი

მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg Lp-ის დამფუძნებელი – $55.5 მილიარდი

ლარი პეიჯი, Google-ის თანადამფუძნებელი – $50.8 მილიარდი