მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემა Global Finance ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.
ბანკირებს გამოცემა A-დან F-მდე აფასებს, სადაც A საუკეთესო, ხოლო F კი ყველაზე დაბალი შეფასებაა. Global Finance-ის რეიტინგში 100–მდე ქვეყნის წარმომადგენელი ხვდება.
შეფასებაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც.
A კატეგროიაში წლის საუკეთესო ბანკირების სია შემდეგია:
· ავსტრალია – ფილიპ ლოიე
· ჰონდურასი – ვილფრედო კერატო
· ისლანდია – მარ გუომუნდსონი
· ქუვეითი – მუჰამედ ალ-ჰაშელი
· ლიბანი – რიად სალამეჰი
· მექსიკა – ალეხანდრო დიას დე ლეონ
· მოროკო – აბდელატიფ იოუარი
· რუსეთი – ელვირა ნაბიულინა
· სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – ლი იუელი
· ტაივანი – იანგ ჩინ ლონგი
A- კატეგორიაში წლის საუკეთესო ბანკირებად დასახელდნენ:
· ბოცვანა – მოსეს პელაელო
· ბურგარეთი – დიმიტარ რადევი
· ჩილე – მარიო მერჩელ კულელი
· ეგვიპტე – ტარეკ ამერი
· ევროკავშირი – მარიო დრაგი
· საქართველო – კობა გვენეტაძე
· საუდის არაბეთი – აჰმედ აკფოლი
· კატარი – აბდულა ბილ საუდ ალ ტანი
· გაერთიანებული სამეფო – მარკ კერნი
· აშშ – ჯერომ პაუველი
· ურუგვაი – მარიო ბერგარა
2019 წლის Central Banker Report Cards-ში 98 ცენტრალური ბანკირი შეფასდა და სრული ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება.
“ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები მორიგი შესაძლო რეცესიის საფრთხის წინაშე დგანან და მათ ნაკლები შეიარაღება აქვთ დარჩენილი ამ საფრთხესთან შესაბრძოლებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას მათ დამოუკიდებლობაზე. იზრდება რა სავაჭრო უთანხმოებებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის მასშტაბები, მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ცენტრალური ბანკების ლიდერები მსოფლიო ეკონომიკური მართვის სადავეებს მტკიცედ მართავენ და წელს მაღალი რეიტინგით შეფასებული ბანკირები სწორედ ასეთი სახის სტაბილური ლიდერობის დემონსტრირებას ახდენენ, იმისდა მიუხედავად, ქარიშხლის პერიოდში მართავენ ქვეყანას თუ ჰორიზონტზე ღრუბლების გამოჩენის შიშით, კორპუსის გამაგრებას იწყებენ”, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.