მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლისთვის

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლისთვის

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგს ბევრი ორგანიზაცია და გამოცემა აქვეყნებს ყოველწლიურად – განსხვავებულია მათი რანჟირების მეთოდოლოგია და უნივერსიტეტების გეოგრაფიაც.

ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი რანჟირებაა QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (QS World University Rankings®). წელს აღნიშნულ რანჟირებაში 1,300 უნივერსიტეტი მოხვდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თითოეული უნივერსიტეტი შემდეგი ხუთი კრიტერიუმით შეფასდა: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებლების შეფასება, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობების თანაფარდობა, ციტირების მაჩვენებელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო სტუდენტების წილი საერთო რაოდენობაში. რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგია საჯაროა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ოცეულს:

1 – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – MIT, აშშ

2 – ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

3 – სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ

3 – კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

5 – ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ

6 – კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – კალტექი, აშშ

7 – Imperial College London, დიდი ბრიტანეთი

8 – ETH ციურიხი – ტექნოლოგიის შვეიცარიული ფედერალური უნივერსიტეტი, შვეიცარია

8 – UCL, დიდი ბრიტანეთი

10 – ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ

11 – სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, სინგაპური

12 – ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სინგაპური

13 – პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ

14 – EPFL, შვეიცარია

14 – იელის უნივერსიტეტი, აშშ

16 – ედინბურგის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

17 – ცინგხუას უნივერსიტეტი, ჩინეთი

18 – პეკინის უნივერსიტეტი, ჩინეთი

19 – კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ

20 – პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ

რეიტინგის საუკეთესო ასი უნივერსიტეტი ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აშშ – 28 უნივერსიტეტი
  • დიდი ბრიტანეთი – 17 უნივერსიტეტი
  • ავსტრალია – 7 უნივერსიტეტი
  • ჩინეთი – 6 უნივერსიტეტი
  • სამხრეთი კორეა – 6 უნივერსიტეტი
  • იაპონია – 5 უნივერსიტეტი
  • ჰონგ-კონგი – 5 უნივერსიტი
  • საფრანგეთი – 4 უნივერსიტეტი
  • კანადა – 3 უნივერსიტეტი
  • გერმანია – 3 უნივერსიტეტი
  • შვეიცარია – 3 უნივერსიტეტი
  • სინგაპური – 2 უნივერსიტეტი
  • ნიდერლანდები – 2 უნივერსიტეტი
  • დანია – 2 უნივერსიტეტი
  • შვედეთი – 2 უნივერსიტეტი
  • რუსეთი – 1 უნივერსიტეტი
  • მალაიზია – 1 უნივერსიტეტი
  • ბელგია – 1 უნივერსიტეტი
  • არგენტინა – 1 უნივერსიტეტი
  • ტაივანი – 1 უნივერსიტეტი
  • ახალი ზელანდია – 1 უნივერსიტეტი

QS-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი გვხვდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წინა წელთან შედარებით უკეთეს, 571-580-ე პოზიციაზეა. 2021 წლის რეიტინგში უნივერსიტეტი 601-650-ე პოზიციაზე იყო. შეფასების ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შედეგი თსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების თანაფარდობის კომპონენტში აქვს – 85.4 ქულა მაქსიმალური 100 ქულიდან. სხვა კომპონენტებში მისი შეფასება ძალიან დაბალია, კერძოდ: აკადემიური რეპუტაცია – 6.8; დამსაქმებლის შეფასება – 5.3; საერთაშორისო სტუდენტების წილი – 3.4; საერთაშორისო აკადემიური პერსონალის წილი – 1.2; ციტირებების რაოდენობა – 1.2.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *