მილიარდერთა დინასტიები ამერიკაში - 20 უმდიდრესი ოჯახი

მილიარდერთა დინასტიები ამერიკაში - 20 უმდიდრესი ოჯახი

ბოლო ხუთი წელი ამერიკის ყველაზე მდიდარი დინასტიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. Forbes-ის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, სიაში შემავალი პირველი 50 ოჯახის ჯამური ქონება – 2015 წელთან შედარებით – 30%-ით გაიზარდა და $1.2 ტრილიონს მიაღწია.

უმდიდრესთა შორის პირველ ადგილს უოლტონები იკავებენ. მსოფლიოს უდიდესი ჰიპერმარკეტის ქსელ Walmart-ის დამაარსებლების, სემ და ბად უოლტონების, შთამომავლები ყოველწლიურად დამატებით $700 მილიონით მდიდრდებიან. სიაში მათ მოსდევს კოხების ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი სხვადასხვა ბიზნესისგან, მათ შორის, გაზსადენებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან, $115 მილიარდია.

ჩამონათვალში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, შეხვდებით დინასტიებს, რომელთა სახელსაც უკავშირდება M&Ms-ის დაარსება (მარსების ოჯახი), ვისკი „ჯეკ დენიელსი“ (ბრაუნები), „Campbell Soup“ (დორანსები), ტანსაცმლის ბრენდი „GAP“ (ფიშერები) და ა.შ.

  1. უოლტონების ოჯახი – ქონება: $215 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Walmart
  2. კოხების ოჯახი – ქონება: $100 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Koch Industries
  3. მარსების ოჯახი – ქონება: $94 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ტკბილეული: M&Ms, Milky Way, Mars და ა.შ.
  4. კარგილ-მაკმილანის ოჯახი – ქონება: $47 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Cargill Inc.
  5. ლაუდერების ოჯახი – ქონება: $40 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Estee Lauder.
  6. ჯონსონი (S. C. Johnson & Son) – ქონება: $37 მილიარდი. გამდიდრების წყარო – საწმენდი საშუალებები.
  7. ჯონსონების ოჯახი – ქონება: $36 მილიარდი. გამდიდრების წყარო – საინვესტიციო ფონდი.
  8. კოქსების ოჯახი – ქონება: $34.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – მედია.
  9. პრიცკერების ოჯახი – ქონება: $32.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სასტუმროები.
  10. ნიუჰაუსების ოჯახი – ქონება: $30 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ჟურნალ-გაზეთები.
  11. დუნკანების ოჯახი – ქონება: $22 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ნავთობგადამმუშავებელი კომპანია.
  12. ჰერსტების ოჯახი – ქონება: $21 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Hearst Corp.
  13. ბრაუნების ოჯახი – ქონება: $20.4 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ალკოჰოლური სასმელი.
  14. მარშალების ოჯახი – ქონება: $18.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სხვადასხვა ბიზნესი.
  15. ბათების ოჯახი – ქონება: 17.8 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სუპერმარკეტები.
  16. ბუშების ოჯახი – ქონება: 17.6 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Anheuser -Busch.
  17. დიუპონების ოჯახი – ქონება: 16 მილიარდი. გამდიდრების წყარო – DuPont
  18. ჰანთების ოჯახი – ქონება: 15.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ნავთობი.
  19. დორანსების ოჯახი – ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Campbell Soup Co.
  20. ზიფების ოჯახი – ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო – გამომცემლობა.

აქვე გეტყვით, რომ სიის პირველი ორი ოჯახი – უოლტონები და კოხები – არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს უმდიდრეს დინასტიათა ლიდერებიც არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *