Microsoft-ი პირველი დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც პირობა დადო, რომ “კარბონ-ნეიტრალური“ გახდება და მეტიც, კომპანია მილიარდი დოლარის ინვესტრებას გეგმავს ჰაერის ნახშირბადისგან გაწმენდის მიმართულებით. ამის შესახებ გამოცემა Techspot-ი იუწყება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Microsoft-ი ამ თანხის დაბანდებას განვითარებად ტექნოლოგიებში აპირებს, რაც ხელს უწყობს ნახშირორჟანგის განდევნას ატმოსფეროდან.
Microsoft-ი აცხადებს, რომ კომპანია 2030 წლისთვის “კარბონ ნეიგატიური” გახდება, რაც ნიშნავს, რომ ის ნახშირბადის ელიმინაციას იმაზე აქტიურად მოახდენს, ვიდრე მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ.
როგორც Microsoft-ი, ასევე სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Google-ი და Amazon-ი აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ყველას მოუწევს. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაა, რათა თავიდან აცილებულ იქნას ტემპერატურის გლობალური ზრდა უახლოეს მომავალში.