ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში ჩინეთი სამხედრო მოქმედებებით იმუქრება

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემთხვევაში ჩინეთი სამხედრო მოქმედებებით იმუქრება

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში დაგეგმილ ვიზიტს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ჩინეთის ოფიციალური პირების განმარტებით, „ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები ჩუმად არ ისხდებიან.“

მორიგი მუქარა და გაფრთხილება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარული ბრიფინგის დროს გაჟღერდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ნენსი პელოსი შეერთებული შტატების მესამე ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, მის ტაივანში ვიზიტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობაზე „საშინელი გავლენა ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ტაივანს საკუთარ ნაწილად თვლის. ნენსი პელოსი კი მიმდინარე კვირიდან აზიის ოთხ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებოდა. მათგან ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი ტაივანი გახლდათ. თუმცა, შესაძლოა ჩინეთიდან მომდინარე პოტენციური საფრთხისა და ესკალაციის შესაძლებლობის ფონზე, დაგეგმილი ვიზიტი არ შედგეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *