ჟენევა: რატომ გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი სახელფასო მინიმუმის შემოღება საჭირო?

ჟენევა: რატომ გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი სახელფასო მინიმუმის შემოღება საჭირო?

ჟენევა მდიდარი ქალაქია. უდიდესი საბანკო სექტორის, გაეროს და კრისტის აუქციონის სახლის ნავსაყუდელი. ეს ქალაქი ამ თვეში მსოფლიოში ყველაზე მაღალ სახელფასო მინიმუმს შემოიღებს, რომელიც სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმზე გადაწყდა.

ახალი განაკვეთი 23 შვეიცარიული ფრანკი იქნება თვეში, რაც $25-ის ტოლფასია. ეს კი თვიურ მინიმალურ ხელფასს 4,000 ფრანკამდე გაზრდის. სტატიას ამ თემაზე BBC აქვეყნებს.

რატომ გახდა ეს საჭირო?

შვეიცარიული კანტონი შესაძლოა მდიდარია, მაგრამ იქ ცხოვრობენ სასტუმროს ათასობით თანამშრომლები, მიმტანები, თუ დალაქები, რომელთა ფინანსური ყოფა არც ისე სახარბიელოა.

როდესაც შვეიცარია პანდემიის გამო მარტში ჩაიკეტა, საკვების მიღების რიგებში ჩამდგარ ადამიანთა რაოდენობამ და კადრებმა ვნებათაღელვა გამოიწვია.

შარლი ჰერნანდესის საქველმოქმედო ორგანიზაცია  Colis du Coeur, ყოველკვირეულად საკვების ათასობით შეკვრას არიგებს ქალაქის მასშტაბით. რიგები გრძელია, მომლოდინეთა უმეტესობა კი ქალია.

4,000 ფრანკი ცოტა ბევრი ხომ არაა?

ერთი შეხედვით რიცხვი მაღალი ჩანს, თუ ჟენევაში არ ცხოვრობთ, განმარტავს შარლი:

“ერთი ოთახის დაქირავება 1,000 ფრანკი ჯდება, თუ 500 ფრანკად თავს გამოიკვებავთ შესანიშნავი მენეჯერი ყოფილხართ, ჯანმრთელობის დაზღვევა კი ერთი ადამიანზე 550 ფრანკი ღირს. თუ ორი შვილი გყავთ, როგორღაც იარსებებთ“.

ახალი სახელფასო მინიმუმი ბევრ ადამიანს წაადგება, როგორიც მაგალითად ინგრიდია, რომლებიც საკვების ასაღებად რიგებშიც იდგა.

“თვის ბოლოსათვის, ჯიბეში აღარაფერი მრჩება,“ – ამბობს იგი, – “ეს შესანიშნავი წამოწყებაა, რადგან მთელი კვირის საჭმლის მარაგის აღება შეგიძლია”.

მოხალისეთა ნაწილიც კი, როგორიცაა ლაურა, ჟენევურ ფასებს უჩივის. ექთნის ხელფასით, ქალაქში საცხოვრებლის შოვნა არ შეუძლია.

“სავარაუდოდ, ერთოთახიან პატარა ადგილს ვიქირავებდი. ამიტომაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. 26 წლის ვარ,“ – ამბობს იგი.

ვინ გადაიხდის ამ ცვლილებისათვის?

საწარმოები, რომლებიც თანამშრომლებს 23 ფრანკზე ნაკლებს უხდიან, ვალდებულნი არიან ხელფასი გაზარდონ. პანდემიისგან შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და შემოსავალთა მკვეთრი ვარდნის ფონზე, ხელფასის ზრდამ, შესაძლოა, უფრო ცუდი შედეგები მოიტანოს, ვიდრე კარგი, – შიშობს ჟენევის სავაჭრო პალატის მაღალჩინოსანი ვინსენტ სუბილია.  

“სასტუმროები, რესტორნები, ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა“, – აღნიშნა მან.

რიგითმა რესტორნის მფლობელმა, სტეფანო ფანარიმ, ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ ანგარიშს ვერ დაფარავს. როგორც მთავარ შეფს, თვიური ხელფასი 5,000-6,000 ფრანკი აქვს.

“როგორღა გავაგრძელო არსებობა, თუ ჭურჭლის მრეცხავებს ამდენს გადავუხდი? საათები შევუმცირო? ცუდად ნუ გამიგებთ, ადამიანების მიერ თვეში მინიმუმ 4,000 ფრანკის შოვნის წინააღმდეგი არ გახლავართ. არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავაბიჯებთ. მეც ბევრი გავიღე, ყოველდღიურად 12 საათი აქ ვარ. მე რაღა უნდა ვქნა?“, – ამბობს ის.

ახლა რა მოხდება?

ჟენევის სახელფასო მინიმუმის კანონი მთავრობას არ მიუღია, ის ჟენეველმა მოქალაქეებმა “სახალხო ინიციატივის“ ფარგლებში მიიღეს. მათ საკმარისი ხელმოწერები შეაგროვეს რეფერენდუმის ჩასატარებლად, რასაც – 27 მარტს – მოსახლეობის 58%-მა მხარი დაუჭირა.

შვეიცარიული პირდაპირი დემოკრატიის სისტემის მიხედვით ხალხს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით, ასე რომ სახელფასო მინიმუმი სავალდებულო გახდა. იმავე დღეს მთლიან ქვეყანაში მამების ორკვირიან ფასიან დეკრეტსაც დაუჭირეს მხარი.

შარლი ჰერნანდესისთვის ეს ყოველივე კარგის მომასწავებელია, რადგან ამ რთულ დროშიც კი ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ:

“მათ ამას მისცეს ხმა და ამით აღვფრთოვანდი. ჩვენ პირდაპირი დემოკრატია გვაქვს, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ინიციატივების უმეტესობა რეფერენდუმით არ სრულდება.“

შემდგომი გამოცდა თვის ბოლოს იქნება, სადაც ამომრჩევლები “პასუხისმგებლიანი ბიზნეს-ინიციატივის“ ბედს გადაწყვეტენ.

ზემოხსენებული შვეიცარიაში მყოფ ბიზნესებს სამართლებრივ და ფინანსურ ვალდებულებას დააკისრებს ადამიანების უფლებებისა და გარემოს დაბინძურების შემთხვევაში. ამ წამოწყების მხარდაჭერა კი შვეიცარიულ ეკონკომიკას ჟენევის სახელფასო მინიმუმზე გაცილებით მეტი დაუჯდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *