როგორ შეიცვალა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება აშშ-ის არჩევნებიდან მეორე დღეს?

როგორ შეიცვალა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება აშშ-ის არჩევნებიდან მეორე დღეს?

აშშ-ის არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღესვე მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ქონება $10,5 მილიარდით გაიზარდა. ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად მსოფლიოში 10 უმდიდრესი ადამიანის ქონებამ დაახლოებით $33-მილიარდიანი ზრდა განიცადა. აღნიშნული Forbes-ის ხუთშაბათის დილის მონაცემებს წარმოადგენს.

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, ყველაზე მეტად Amazon-ის დამფუძნებლის ქონება გაიზარდა და $190.6 მილიარდს მიაღწია. მას მოჰყვება Facebook-ის დამაარსებელი $8 მილიარდიანი ზრდით. მარკ ცუკერბერგის ქონება ხუთშაბათის დილის მდგომარეობით $105.5 მილიარდია. მესამე ადგილს კი ამ კუთხით იყოფენ Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და აზიის უმდიდრესი ადამიანი Reliance Industries-ის დამფუძნებელი მაკეშ ამბანი $4-4 მილიარდიანი ზრდით.

ცნობისთვის, ამერიკულ ბირჟებს გასულ კვირას მარტის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებიდან მეორე დღესვე ზრდა დაფიქსირდა და ამის ძირითადი მამოძრავებლები ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები გახდნენ. Amazon-ის აქციები 6.32%-ით გაიზარდა, Facebook-ის – 8.32%-ით, ხოლო Alphabet-ის 6.09%-ით.

თუმცა, არიან მილიარდერები, რომელთა ქონებამ ბოლო დღეებში პირიქით კლება განიცადა.

საერთო ჯამში მსოფლიოში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ამჟამად შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ჯეფ ბეზოსი — $190,6 მლრდ (+$10,5 მლრდ);
  2. ბერნარ არნო (Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელი) — $119,5 მლრდ (+$3,6 მლრდ);
  3. ბილ გეითსი (Microsoft-ის დამფუძნებელი) — $115,9 მლრდ (+$668 მლნ);
  4. მარკ ცუკერბერგი (Facebook-ის ხელმძღვანელი) — $105,5 მლრდ (+$8 მლრდ);
  5. ილონ მასკი (Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი) — $93,1 მლრდ (-$547 მლნ);
  6. უორენ ბაფეტი (Berskhire Hathaway-ის მფლობელი) — $78 მლრდ (-$291 მლნ);
  7. ლარი პეიჯი (Google-ის დამფუძნებელი) — $77 მლრდ (+$4 მლრდ);
  8. ლარი ელისონი (Oracle-ის დამფუძნებელი) — $75,1 მლრდ (-$379 მლნ);
  9. სერგეი ბრინი (Google-ის თანადამფუძნებელი) — $74,9 მლრდ (+$3,8 მლრდ);
  10. მაკეშ ამბანი (Reliance Industries-ის დამფუძნებელი) —$74,1 მლრდ (+$4 მლრდ).

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.