დიდი ოცეულის ქვეყნებმა $11 ტრილიონი გამოყვეს ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად

დიდი ოცეულის ქვეყნებმა $11 ტრილიონი გამოყვეს პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად. ინფორმაცია საუდის არაბეთში დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე გავრცელდა.

"დიდი ოცეულის წევრებმა მიიღეს დაუყოვნებლივი და განსაკუთრებული ზომები პანდემიის გავლენებზე საპასუხოდ, მათ შორის ფისკალური, მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის ნაბიჯების გადასადგმელად“, – აღნიშნულია სამიტის ფარგგლებში გავრცელებულ პრესრელიზში.

შედარებისთვის, მობილიზებული თანხა ორჯერ მეტია იაპონიის მშპ-სთან შედარებით. გარდა ამისა, დიდი ოცეულის ქვეყნებმა ასევე ჯამურად $21 მილიარდი დახარჯეს პანდემიის საპასუხოდ და ეკონომიკების გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, დიდი ოცეულის სამიტი საუდის არაბეთში ძირითადად ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი გლობალური ეკონომიკის აღდგენა და ზრდის უზრუნველყოფაა.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უფრო ძლიერი და მდგრადი აღდგენა შევძლოთ, უფრო მეტი სოციალური და ეკონომიკური ჩართულობით“, – განაცხადა საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მუჰამედ ალ-ჯადაანმა, რომელიც 21-22 ნოემბრის სამიტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

აღსანიშნავია, რომ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები მსოფლიოს ეკონომიკის 80%-ს წარმოადგენენ. ასევე ოცეულის ქვეყნებზე მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი მოდის. დიდი ოცეულის ქვეყნებია არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, კორეა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი.

ჩვენ გირჩევთ

ბაფეტის Berkshire-მა ინვესტირება ფარმაცევტულ კომპანიებში დაიწყო

ილონ მასკის ქონება $15 მილიარდით გაიზარდა

ბაფეტის Berkshire-მა ინვესტირება ფარმაცევტულ კომპანიებში დაიწყო

ბაფეტის Berkshire-მა ინვესტირება ფარმაცევტულ კომპანიებში დაიწყო

წინა სტატია

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ტელეკომ-პროდუქტებზე და რა სიახლეებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში
19 November, 2020

შემდეგი სტატია

G-20 nations have now deployed $11 trillion to support a post-Covid economic recovery
20 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker