Amazon-ის თანამშრომლები "შავ პარასკევს“ გერმანიაში გაფიცვის შესახებ აცხადებენ

Amazon-ის თანამშრომლები "შავ პარასკევს“ გერმანიაში გაფიცვის შესახებ აცხადებენ

Amazon-ის თანამშრომლები “შავ პარასკევს“ გერმანიაში გაფიცვის შესახებ აცხადებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პროფკავშირი Verdi, რომელიც გერმანიაში მდებარე Amazon-ის შვიდი საწყობის თანამშრომლებს აერთიანებს, სამდღიან გაფიცვას აცხადებს. თანამშრომლები უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს ითხოვენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Verdi გაფიცვას აცხადებს, გასულ თვესაც ისინი პროტესტით გამოვიდნენ. მაშინ Amazon-ის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ “შესანიშნავი ხელფასები” შესთავაზა საწყობების თანამშრომლებს, დამატებითი სარგებლის და უკეთესი სამუშაო პირობების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, ამერიკული რითეილ-გიგანტის გაყიდვები პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, ვინაიდან მოსახლეობა უფრო მეტად საჭირო ნივთებს სწორედ ონლაინ ყიდულობს. ამიტომაც პროფესიულ გაერთიანება Verdi-ში ამბობენ, რომ შესაბამისად უნდა გაიზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც. მათივე თქმით, თანამშრომლები არ არიან სამსახურში საკმარისად დაცულები ინფიცირების წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *