2015 წელს სამრეწველო პროდუქციის წარმოება 4.7 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი 2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 0.9%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის დეკემბერთან შედარებით 4.7%-ით არის გაზრდილი. 2005 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 77%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება  - 7.6%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 18%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 21%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 23%-ით, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 15%-ით.

წინა სტატია

2015 წელს საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით შემცირდა
15 January, 2016

შემდეგი სტატია

ჩინეთში უცხოური ინვესტიციების ნაკადი იზრდება
15 January, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
ახალი ამბები ქართულად | Oct, 26, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker