ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 15 ივნისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 50 საბაზისო პუნქტით, 7.0%-მდე, შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხი უფრო იაფათ აიღონ, რაც თავის მხრვის კომერციული ბანკებისგან გასაცემი სესხების პროცენტს შეამცირებს. რეფინანსირების განაკვეთმა ზრდა გასული წლის თებერვლიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს - 8%-ს, დეკემბერში მიაღწია. დღეს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად ზრდის საფრთხე არ არსებობს და განაკვეთი შეამცირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში რეფინანსირების სესხები 780 მლნ ლარიდან 400 მლნ ლარამდე შემცირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება, სადაც მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ შემცირდება.

წინა სტატია

ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა
15 June, 2016

შემდეგი სტატია

Solid Friend Of Georgia
16 June, 2016
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker