ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით შემცირდა

2016 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით (3.5%-ით) შემცირდა. რეზერვების ჯამური მოცულობის შემცირება ოქტომბერში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა 100 მლნ დოლარმა განაპირობა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 325 მილიონი დოლარით (11.3%-ით) არის შემცირებული.

2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.562 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.8 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 714 მილიონი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი - უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში:

წინა სტატია

Forbes Georgia. 2016 წლის ნოემბრის ნომერი
07 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ჩვენი უკმაყოფილების წყაროები
07 ნოემბერი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker