საქართველოს საგარეო ვალმა 15.3 მილიარდ დოლარს მიაღწია

2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 253 მილიონი დოლარით გაიზარდა და 15.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2016 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 122%-ია. 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ის 109% იყო.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2016 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის საგარეო ვალი 263 მილიონი დოლარით გაიზარდა. 74 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 522 მილიონი დოლარით გაიზარდა არასაფინანსო სამეწარმეო სექტორის ვალი. 598 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში:

წინა სტატია

2016 წელს ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა
03 January, 2017

შემდეგი სტატია

პოლიტკორექტული კოლეგია
04 January, 2017
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Hilton Apartment Start of the company's activity in Georgia
ინტერვიუ | Dec, 17, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker