კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის საბჭოს წევრად აირჩიეს

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.

16 ნოემბერს, მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის ორგანიზებით, ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - მომავლის განათლება. კონსორციუმის მმართველი საბჭოს სხდომის შეხვედრაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე სამი წლის ვადით აირჩიეს.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: ცნობილი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სტუდენტები.

საერთაშორისო კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწიეს მომავალ გენერალურ ასამბლეაზე აირჩიონ მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილ წევრად, 2018 წლის გაზაფხულზე. მსოფლიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრობა სამუდამოდ განისაზღვრება.

კახა შენგელია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმი

წინა სტატია

კომერციული ბანკების მოგებამ 37.3 მილიონი ლარი შეადგინა
21 ნოემბერი, 2017

შემდეგი სტატია

Top 10 Georgian TV Channels
20 ნოემბერი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker