ექსპორტის მოცულობით საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა

ექსპორტის მოცულობით საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა

მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა ჩინეთია. გასულ წელს ჩინეთიდან ექსპორტმა $1,9 ტრილიონი შეადგინა, რაც მსოფლიო ექსპორტის თითქმის 11%-ს შეადგენს.

CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ექსპორტის მოცულობით 123-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტმა $2,831,000,000 შეადგინა.

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა შემდეგია:

ჩინეთი – $1,990,000,000,000

ამერიკის შეერთებული შტატები – $1,456,000,000,000

გერმანია – $1,322,000,000,000

იაპონია – $634,900,000,000

კორეის რესპუბლიკა – $511,800,000,000

საფრანგეთი – $507,000,000,000

ჰონგ კონგი – $502,500,000,000

ნიდერლანდების სამეფო – $495,400,000,000

იტალია – $454,100,000,000

საქართველოს მეზობელი თურქეთიდან ექსპოტმა გასულ წელს $150,200,000,000 შეადგინა და ის მსოფლიოში 30-ე ადგილს იკავებს. 75-ე ადგილზეა აზერბაიჯანი $13,210,000,000-ით. 281,900,000,000 დოლარით, მსოფლიოს ექსპორტიორებს შორის მეთვრამეტე ადგილს იკავებს რუსეთი. სომხეთი კი სიაში 139-ე ადგილზეა $1,891,000,000-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *