EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციას დააფინანსებს

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება "ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება" დაფინანსების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.

EBRD ენგურჰესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

წინა სტატია

BDO Georgia’s Step Forward
05 January, 2018

შემდეგი სტატია

10 ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონება
05 January, 2018
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker