IMF: საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო

IMF: საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ფონდი აღნიშნავს, რომ  2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტი შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.

“ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7 პროცენტამდე შემცირება გახადა შესაძლებელი (2017 წლის 3 კვარტლის მონაცემის მიხევდით). 2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის ზრდის პასუხად, დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7¼ პროცენტამდე. 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტამდე დაიკლო, როგორც იყო მოსალოდნელი“, – ნათქვამია IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ  წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2.9 პროცენტი იყო, რაც მოსალოდნელზე ½ პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია”.

შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით. მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაიზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯებისშეზღუდვა და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციებისგანსახორციელებლად და ინფტრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რაც მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლებისსამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწისმიმართულებით; პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური ტენდენციები საშუალებას იძლევა მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანიზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნავს IMF.

IMF-ის მისია საქართველოს “მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ და სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად მაისში ეწვევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *