ქუთაისი–ბუდაპეშტი. Wizz Air-ის ახალი მიმართულება

1 ოქტომბერს 00:15საათზე  ავაიაკომპანია Wizz Air-მა ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველ ავიარეისი შეასრულა.

ქუთაისი–ბუდაპეშტის რეისს ავიაკომპანია კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს განახორციელებს და ერთი მიმართულებით ფრენის ღირებულება 29.99 ევრო, ანუ დაახლოებით 66 ლარი იქნება.

უნგრული Wizz Air–ი მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება 2012 წელს, აეროპორტის გახსნის დღეს დაიწყო. პირველი ავიარეისი Wizz Air-მა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით შეასრულა, რასაც მოჰყვა ვარშავა, კატოვიცე, ვილნიუსი და ახლა უკვე ბუდაპეშტიც.

2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 380 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამჟამად აეროპორტში რეისებს ხუთი ავიაკომპანია (Wizz Air, S7, Ural Airways, Belavia, Georgian Airways) ახორციელებს.

bpn.ge-ზე დაყრდნობით.

წინა სტატია

მიკროსაფინანსო სამყარო
30 September, 2014

შემდეგი სტატია

Forbes 400 - ბილ გეითსი კვლავ პირველ ადგილზეა
01 October, 2014
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker