საქართველოს ბანკის ოფიციალური განცხადება

საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს “საქართველოს ბანკის” მიმართ “ომეგა ჯგუფს” აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. “ომეგა ჯგუფი” ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა.

“ომეგა ჯგუფის” წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია. საქართველოს ბანკი კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას.

წინა სტატია

Уменшилась прибыль GOGC
28 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
01 ოქტომბერი, 2018
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker