ISET წელს საქართველოს ეკონომიკის 6.3%-ით ზრდას ელოდება

ISET-მა მიმდინარე წლის მესამე და მეოთხე კვარტლებისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ISET საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას ელოდება. მეოთხე კვარტლის პროგნოზი კი 6.5%-ია. ამასთან, მიმდინარე წელს კვლევითი ინსტიტუტი ეკონომიკის 6.3%-ით ზრდას ელოდება. პოზიტიურ მოლოდინს ISET რამდენიმე მიზეზით ხსნის - მათ შორის სახელდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მშპ-ს ზრდის პროგნოზის ზრდაზე 5.5%-მდე. სებ-ის განმარტებით, ეკონომიკის ზრდას ხელს უწობს როგორც საგარეო, ასევე ქვეყნის შიდა მოთხოვნის ზრდა და დადებითი ტენდენციები ტურიზმში, ფულად გზავნილებსა და ექსპორტში.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. წელს IMF საქართველოს მშპ-ს 5.5%-იან ზრდას ელის.

ISET აღნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციები შეინიშნება რეგიონის ქვეყნებშიც. მაგალითად, ივნისი-ივლისის პერიოდში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ზრდა კვლავ შენელებული იყო აზერბაიჯანია.

ივლისში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შემდეგი იყო:

სომხეთი - 11%

ყაზახეთი - 3,8%

ბელარუსი - 4.4%

რუსეთი - 2.8%

აზერბაიჯანი - 0.2%.

ISET პროგნოზში არ არის გათვალისწინებული თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ეფექტი.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა, აგვისტოში კი ზრდის ტემპი 2%-მდე შენელდა. 8 თვის მშპ-ს საშუალო ზრდა კი 4.8%-ია.

ჩვენ გირჩევთ

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 347 მილიონი დოლარით შემცირდა

საქართველოს ბანკის ოფიციალური განცხადება

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 347 მილიონი დოლარით შემცირდა

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 347 მილიონი დოლარით შემცირდა

წინა სტატია

ნობელის პრემია 2018 მედიცინის დარგში
01 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები
01 ოქტომბერი, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker