ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ლარის კურსთან დაკავშირებით, 30 იანვარს საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როცა არსებობს რეალური საფრთხე ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ასევე, დღესდღეობით ძალიან ზარალდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარებში და შემოსავლები ლარში. ამიტომ, ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკოეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

იმ გამოწვევების  ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში,  იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით, შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს  იმ გამოწვევს, რაც არის დღეს ქვეყანაში" - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

წინა სტატია

ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხების ჯამურმა რაოდენობამ $4 მილიარდს გადააჭარბა
28 იანვარი, 2015

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2015 წლის თებერვლის ნომერი
05 თებერვალი, 2015
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker