17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით, 17 დეკემბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები. საქართველოს ბანკი ორი წლის განმავლობაში პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია და თანაორგანიზატორია. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკი ორი წელია აჯილდოვებს საუკეთესო ქალ მეწარმეს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, წელს კი საქართველოს ბანკმა დააწესა სპეციალური ნომინაცია "#მევქმნი – ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესს ტურიზმის ინდუსტრიაში" და ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს. 

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისათვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი "ბიდიო საქართველო" და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

ცერემონია, უკვე მეოთხე წელია, იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო! 

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფოს და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

ჩვენ გირჩევთ

აბრძანდით, ბატონებო, სასამართლო მოდის!

საქართველო მსოფლიო ღვინის რუკაზე

აბრძანდით, ბატონებო, სასამართლო მოდის!

აბრძანდით, ბატონებო, სასამართლო მოდის!

წინა სტატია

Vendoo: Georgian “Amazon” Courtesy of TBC Group
12 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

ნოემბერში ფულადი გზავნილები 9 პროცენტით გაიზარდა
14 დეკემბერი, 2018
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker