2018 წელს საქართველოს საგარეო ვალი ნახევარი მილიარდი დოლარით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს საგარეო ვალი 495 მილნ დოლარით გაიზარდა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელმა, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია, 110% შეადგინა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ 114% იყო, 2013 წლის ბოლოს კი 83%.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2018 წელს მთავრობის საგარეო ვალი 88 მილიონი დოლარით გაიზარდა. 596 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 236 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.

ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში

სექტორები

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

სამთავრობო სექტორი

4,251

4,191

4,256

4,390

4,678

5,295

5,383

ეროვნული ბანკი

583

339

252

220

201

292

369

ბანკები

2,469

2,647

2,683

2,957

2,984

3,681

4,277

პირდაპირი ინვესტიციები:
კომპანიათაშორისი სესხები

2,785

2,786

3,212

3,188

2,573

2,616

2,380

სხვა სექტორები

3,328

3,471

3,587

4,503

5,445

5,378

5,349

მთლიანი საგარეო ვალი

13,415

13,433

13,989

15,259

15,881

17,262

17,758

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გრაფიკი: საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ

ჩვენ გირჩევთ

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

რაში იშოვება დიდი ფული?

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა

წინა სტატია

Кто занимает должности самых высокооплачиваемых менеджеров правительства и каковы их заработные платы
28 მარტი, 2019

შემდეგი სტატია

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზარდა
29 მარტი, 2019
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker