ვის ეკუთვნის "პეის ჯგუფი", რომელიც ფოთის პორტში 8 ნავმისადგომს და ტერმინალს ფლობს

ფოთის პორტში 8 ნავმისადგომს და ტერმინალს „პეის ჯგუფი“ ფლობს. კომპანიის მფლობელობაშია შპს პეის ჯორჯია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
• ირაკლი თათეიშვილი – 10%
• თამაზ კაპანაძე – 4%
• ირაკლი კერვალიშვილი – 38%
• თეიმურაზ კერვალიშვილი – 10%
• ლაურა ლარიონი – 38%
„პეის ჯგუფი“ 1992 წლიდან ფუნქციონირებს. რაც შეეხება შპს. პეის ჯორჯიას, ის  დაარსდა 2000 წელს. შპს პეის ჯორჯია არის მშობელი კომპანია შემდეგი კომპანიების ჯგუფის: შპს პეის შიპინგი-100% წილი, შპს სარფი ქასთომსბროკერი -100% წილი, შპს პეის ბათუმი -100% წილი, შპს პეტრანსი-100% წილი. აგრეთვე პეის ჯორჯია მფლობელია შპს ტრანსფორდის 50% წილის და ზიმინტეგრეითედშიპინგსერვის ჯორჯიას 49% წილის. 

თამაზ კაპანაძე, რომელიც დღეს პეის ჯგუფში 4%–ს ფლობს, კომპანიის მეწილედ 2010 წლიდან ფიქსირდება. ის 2 წლის  განმავლობაში, კერძოდ კი 2010–2012 წლებში კომპანიის 7%–ის მფლობელი იყო, 4%–მდე კი მისი წილი 2012 წლის მარტში შემცირდა. კაპანაძის მონაწილეობა სხვა საწარმოებში არ ფიქსირდება. გარდა პარტიისთვის შემოწირულობებისა, მასზე სხვა ტიპის ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. ირაკლი კერვალიშვილი და ასევე „პეის ჯგუფის“ კომპანიების სხვა პარტნიორები პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. 2017 წელს ირაკლი კერვალიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 ათასი ლარი.

რაც შეეხება ლაურა ლარიონს, რომელიც კომპანიის ერთ–ერთი უმსხვილესი მეწილეა, მისი სახელი ფიქსირდება პანამის დოკუმენტებში. კერძოდ, ლარიონი ფლობს წილს პანამაში რეგისტრირებულ WELLBRIDGE RESOURCES S.A.–ში. კომპანია თბილისში ჭავჭავაძის 33 ნომერშია რეგისტრირებული. ლარიონი საქართველოში სხვა კომპანიის მეწილედ არ ფიქსირდება. ის პეის ჯორჯიის მეწილე 2010 წლიდანაა. ამ პერიოდში, ლარიონი კომპანიის 35%–ს ფლობდა, მალევე კი მისი წილი კომპანიაში 38%–მდე გაიზარდა. „პეის ჯორჯიას“ 38%-ის მფლობელმა ლაურა ლარიონიმ 60-60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 2017-2018 წლებში.

TI–ის მონაცემებით, მთლიანობაში, კომპანიის ყველა მეწილემ 2017-2018 წლებში სახელისუფლებო პარტიას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 620 000 ლარი შესწირეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „პეის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა - ირაკლი კერვალიშვილმა გასულ წელს ყოფილი გენერალური პროკურორისგან - ოთარ ფარცხალაძესგან 2 მილიონ ლარად  შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი შეიძინა.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის საზღვართან მივიდა

მსოფლიოს ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

მსოფლიოს ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია

წინა სტატია

ვის ეკუთვნის "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი"
19 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

მაისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 57 პროცენტით გაიზარდა
19 ივნისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker