მსოფლიო ბანკს სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი უხელმძღვანელებს

მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორად სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი ზედამხედველობას გაუწევს მსოფლიო ბანკის პროგრამას სამ ქვეყანაში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც მსოფლიო ბანკის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას უხელმძღვანელებს განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებსათან კოორდინაციაში.
მოლინეუსი იმუშავებს თბილისში, სადაც მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისი მდებარეობს. სებასტიან მოლინეუსი გერმანიის მოქალაქეა. მან მსოფლიო ბანკის ჯგუფში საქმიანობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC ) მოსკოვის ოფისის პროექტის მენეჯერად 2002 წელს დაიწყო. მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა პოზიციები, როგორც IFC -ში, ისე მსოფლიო ბანკში, სადაც კორპორაციული მართვის, კაპიტალის ბაზრების, ასევე საფინანსო და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობდა.

ამჟამად, სებასტიან მოლინეუსი მსოფლიო ბანკში ფინანსების, კონკურენტუნარიანობის და ინოვაციების გლობალური პრაქტიკის განყოფილების დირექტორია. ახალ თანამდებობაზე მუშაობისას, ბ-ნი მოლინეუსის უმთავრესი სამი პრიორიტეტი იქნება: მთავრობასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის წარმართვა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში; მსოფლიო ბანკის საფინანსო, საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობა და პროგრამების შემდგომი წარმართვის ხელმძღვანელობა ქვეყნის სისტემური შეფასებისა და თანამშრონლობის ჩარჩო დოკუმენტის ფორმულირების ჩათვლით; და თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობის გასაძლიერებლად.

სებასტიან მოლინეუსი ამ პოზიციაზე მსოფლიო ბანკის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეარჩიეს. იგი შეცვლის ქალბატონ მერსი ტემბონს, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში რეგიონული დირექტორის თანამდებობა 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე ეკავა.

ჩვენ გირჩევთ

სადაზღვევო ბროკერებო, გაგვშორდით!

ელიტური ბროკერი

სადაზღვევო ბროკერებო, გაგვშორდით!

სადაზღვევო ბროკერებო, გაგვშორდით!

წინა სტატია

World Bank Appoints New Regional Director for the South Caucasus
01 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

იანვარ-ივნისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 8 პროცენტით გაიზარდა
01 ივლისი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker