ივნისში სამომხმარებლო პროდუქცია 1 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.3%-ით გაძვირდა.

ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე შემცირდა: ბოსტნეული და ბაღჩეული - 28%, ხილი და ყურძენი - 5.8%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.6%. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1.3%-ით, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 0.7%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (20.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.5%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 2.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები, %

ჩვენ გირჩევთ

რა შეცვალა იპოთეკის ბაზარზე საბანკო რეგულაციებმა

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა

რა შეცვალა იპოთეკის ბაზარზე საბანკო რეგულაციებმა

რა შეცვალა იპოთეკის ბაზარზე საბანკო რეგულაციებმა

წინა სტატია

თბილისი PechaKucha Night-ს უმასპინძლებს
03 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
03 ივლისი, 2019
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker