რა გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა) 4.6% შეადგინა.

ბოლო ერთ წელიწადში, ანუ 2018 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მეტად - 71%-ით მწავნე ლობიო გაძვირდა, შემდეგ მოდის ხახვი 66%-ით. ბადრიჯანი 58%-ით გაძვირდა, პომიდორი 39%-ით. დაახლოებით 30%-ითაა გაძვირებული სიგარეტი.

მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან ასევე გაძვირებულია შაქარი 25%-ით, კარტოფილი 23%-ით, პური 15%-ით, ყველი 11%-ით, ძროხის ხორცი 12%-ით, რძე 8%-ით, ბრინჯი 8%-ით და წიწიბურა 8%-ით.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2018 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

მწვანე ლობიო

71%

ხახვი

66%

ბადრიჯანი

58%

პომიდორი

39%

მუზეუმის ბილეთი

32%

ნიორი

30%

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

30%

იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

30%

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი

26%

შაქარი

25%

წიწაკა

23%

კარტოფილი

23%

გაყინული თევზი

21%

მსხალი

18%

შებოლილი თევზი

18%

ყვავილი

17%

ხორბლის ფქვილი

15%

თვითმფრინავით მგზავრობა

15%

ხორბლის პური

15%

ახალი მსუბუქი ავტომობილი

14%

ჩვენ გირჩევთ

ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 21.9%–ით შემცირდა

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 21.9%–ით შემცირდა

ივლისში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 21.9%–ით შემცირდა

წინა სტატია

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
06 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

უძველესმა ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family - მ “არგო”-ს 40% შეიძინა
06 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker