საქართველოს სახელმწიფო ვალი 20 მილიარდ ლარს გადასცდა

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 157 მლნ ლარით გაიზარდა და 20.1 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 51 მლნ დოლარით გაიზარდა. აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 106 მლნ ლარით გაიზარდა.

31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 15.9 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.2 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 5.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 914 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 684 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 46.2%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები

ჩვენ გირჩევთ

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

"ლელო" – მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა მუშაობას იწყებს

წინა სტატია

"ზაფხულის სევდა" - ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა
12 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა
12 სექტემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker