საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისში აღდგება

რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ "იზვესტიას" რუსეთის მთავრობის მხრიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. 

წყაროს ინფორმაციით, ფრენები ახალ წლამდე უნდა განახლებულიყო, მაგრამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და მასობრივი მიტინგები ამის საშუალებას არ იძლევა.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ "იზვესტიას" განუცხადა, თბილისი მიესალმება ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენას, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ცოტა ხნის წინ The Moscow Times-ი წერდა, რომ საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვამ რუსული ავიახაზები "სასოწარკვეთილებაში" ჩააგდო, მათმა ზარალმა დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2 მილიარდი რუბლი). 

შეგახსენებთ: ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ზაფხულში, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეწყდა. რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ რუსულ ავიაკომპანიებს ზარალს აუნაზღაურებდა, მაგრამ როგორც რამდენიმე ავიაკომპანიის თანამშრომელმა აღნიშნა, მათ არც ანაზღაურების იმედი აქვთ და არც მთავრობის დაპირების შესრულების.

ჩვენ გირჩევთ

დღევანდელი ენერგოპოლიტიკა - გზა სიბნელისაკენ

ბლუმბერგი ტრამპზე 17-ჯერ მდიდარია

დღევანდელი ენერგოპოლიტიკა - გზა სიბნელისაკენ

დღევანდელი ენერგოპოლიტიკა - გზა სიბნელისაკენ

წინა სტატია

“სინერჯი კაპიტალი” კაპიტალდაბანდების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა
27 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Air traffic between Russia and Georgia is likely to be restored in the first half of 2020
27 ნოემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker