ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9%-ით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9%-ით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის მაისთან შედარებით 9%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (11.1%-ით). მაშ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 16.9%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 30.4%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 24.8%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *