საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა Spotlight 2019 სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “ერთიანობა” - სიტყვა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგსაც მეგობრული ერთიანობა, სხვები  ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავენ. სპიკერებმა “სფოთლაითის” სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. 

წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ესაა: ლექცია-მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. სხვადასხვა სფეროს გამოცდილმა ქართველმა პროფესიონალმა მსმენელს გაუზიარა ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით  საკუთარი გამოცდილება. 

ღონისძიების  მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 13 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგა. 

"საქართველოს ბანკისათვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების  მხარდაჭერა. Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს და ასევე ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინალური იდეები. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ვფიქრობთ, რომ, „ძალა მართლაც ერთობაშია, და არა ერთნაიორაბაში". მთავარია არ გავჩერდეთ მიღწეულით, მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, იდეები, ან თუნდაც სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი ჩანდა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

 

Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ.  ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს.

წინა სტატია

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება
16 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აშშ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგის სათავეშია
16 დეკემბერი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker