საქართველოს ბანკი მომხმარებელს Apple Wallet-ით თანხის გამოტანას სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას  შეეხება. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. დღეიდან, მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდოს თანხა. Apple Wallet-ით თანხის გამოტანისთვის საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოვოთ საქართველოს ბანკის ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას. 

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობასაც აძლევს. თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს Apple Pay, მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი ყველა უპირატესობით. 

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ახალი თაობის პროდუქტები გთავაზობს!

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

წინა სტატია

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია
18 December, 2019

შემდეგი სტატია

ახალი ტემპით
19 December, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker