მაისში საქართველოს პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი 39 პროცენტით შემცირდა

მაისში საქართველოს პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი 39 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტი 2014 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 291 მლნ დოლარით, 25%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 300 მლნ დოლარით, 9%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 39%-ით შემცირდა და 36 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტი იზრდებოდა და ჯამში 21%-ით გაიზარდა, იანვარ-მაისში კი ჯამში 4.4%-ით შემცირდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (შარშან ამ დროს არ გვქონდა) და ლარი ევროს მიმართ გაუფასურებულია, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს აიაფებს.

მაისში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 29 მილიონი დოლარით შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 24 მილიონი დოლარით, რუსეთში 5 მილიონი დოლარით, ხოლო უკრაინაში მილიონი დოლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *