Boeing-ს 1962 წლის შემდეგ პირველად იანვარში არცერთი შეკვეთა არ მიუღია

Boeing-ს 1962 წლის შემდეგ პირველად იანვარში არცერთი შეკვეთა არ მიუღია

ამერიკულმა საავიაციო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Boeing-მა 2020 წელი 0 შეკვეთით დაიწყო. 1962 წლის შემდეგ პირველად იანვრის თვეში კომპანიას თვითმფრინავის არცერთი შეკვეთა არ მიუღია. ამის საპირისპიროდ, მისმა კონკურენტმა კომპანია Airbus-მა წლის პირველივე თვეს 274 კომერციული ლაინერის შეკვეთა მიიღო.

Boeing-ის კრიზისი ბოლო წლების განმალობაში 737 Max-ის მოდელის ორი თვითმფინავის კატასტროფას უკავშირდება, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ჯერ კიდევ გასულ წელს მომხმარებლებმა Boeing-ისთვის მიცემული შეკვეთებიც გააუქმეს. 2020 წლის იანვარში კი კომპანიას არც ახალი შეკვეთა მიუღია და არც უკვე მიცემული შეკვეთა გაუუქმებია. თუმცა, მან 13 ახალი თვითმფრინავი ჩააბარა დამკვეთს, რომელთა დამზადების შეკვეთა Boeing-ს ადრე ჰქონდა აღებული. მათ შორის ექვსი 787 Dreamliner-ი, ორი 777 მოდელი, სამი 737NG და ორი 767.

რაც შეეხება 737 Max-ის მოდელებს, მათი წარმოება და ასევე გამოყენებაც შეჩერებულია.

წყარო: CNBC.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *