Forbes-მა 50 ბლოკჩეინ-კომპანიის მეორე ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელშიც Bitfury-ც შედის

Forbes-მა მეორე 50 ბლოკჩეინ-კომპანიის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელში შემავალი ორგანიზაციები ისეთი კრიპტოვალუტების ტექნოლოგიებს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად ბითკოინი და ამას იყენებენ იმისათვის, რომ დააჩქარონ ბიზნესის პროცესები, გაზარდონ გამჭვირვალობა და პოტენციურად დაზოგონ მილიარდობით დოლარი. წლევანდელ სიაში ისეთი ცნობილი ბრენდებიც შევიდნენ, როგორიცააა, მაგალითად Amazon-ი, BMW-ი, Microsoft-ი, JPMorgan-ი და Google-ი. ასევე სიაში შესულია კრიპტოვალუტის რამდენიმე სტარტაპი, მაგალითად Bitfury-ი, Coinbase-ი და Ripple-ი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდუსტრიაში.

"ბლოკჩეინის 2020 წლის სიაში შესული 50 კომპანია ამტკიცებს იმას, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ორგანიზაციები აგრძელებენ ბითკოინის ტექნოლოგიების გამოყენებას, არამედ ბევრი ბლოკჩეინ-პროექტი უკვე გასცდა თეორიულ ან სატესტო ეტაპს და დაიწყო რეალური ტრანზაქციების განხორციელება, თანხების დაზოგვა და სხვა სარგებლის მიღება", - წერს ამერიკული Forbes-ის ერთ-ერთი რედაქტორი მაიკლ დელ კასტილო.

50-ეულში შემავალი ბლოკჩეინ-კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებს მოიცავენ და აქტიურად ახორციელებნ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ბიზნესები. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფინანსური კომპანიები, მათ შორის Credit Suisse-ი, Citigroup-ი და JPMorgan Chase-ი სიაში დომინირებენ, თუმცა, 50-ეულში არიან სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებიც, მაგალითად, Nestle-ც და Walmart-იც.

სრული სია წარმოდგენილია ამ ბმულზე.

ჩვენ გირჩევთ

ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

“ბიჯიაის” კლიენტმა სახელმწიფოსთან მრავალმილიონიანი დავა მორიგებით დაასრულა

ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

წინა სტატია

გალტ ენდ თაგარტი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
21 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Forbes Releases 2nd Annual Blockchain 50 List Of Companies that includes Bitfury
21 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker