EBRD და სებ-ი ძალებს აერთიანებენ, რათა COVID-19-ის ეფექტი შეამცირონ - განცხადება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ თანამშრომლობა სვოპ ხელშეკრულებებს შეეხება, რომლის ფარგლებშიც პირველი ტრანზაქცია 24 აპრილს განხორციელდა.

"ორ ინსტიტუტს შორის გაფორმდა შეთანხმება უცხოურ ვალუტაში სვოპ ხელშეკრულებების წარმოების შესახებ, რაც EBRD-ს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ადგილობრივ ვალუტაში ნომინირებული დაფინანსების მიწოდება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც COVID-19-ის გამო, დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ტრანზაქცია 24 აპრილს შედგა.

სვოპ ხელშეკრულებების ხაზი საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს საფინანსო სისტემისთვის დოლარის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდებაში დაეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 აპრილს გაკეთებული განცხადებით აღნიშნა, რომ EBRD-თან $200 მილიონი დოლარის მოცულობის სვოპ ოპერაციების განხორცილების შესახებ იგეგმებოდა ხელშეკრულების გაფორმება.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან განხორციელდეს მოლაპარაკება და გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება მათთან 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სავალუტო სვოპ ოპერაციის შესახებ. სავალუტო სვოპ ოპერაციების პირობები განისაზღვროს მხარეთა შორის შეთანხმებით", - ნათქვამია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში.

სავარაუდოდ, EBRD-ის განცხადება სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგებს შეეხება.

ჩვენ გირჩევთ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოკლედ და სრულად

რეგულირების ლაბორატორია: ფინტექ-ეკოსისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოკლედ და სრულად

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოკლედ და სრულად

წინა სტატია

EBRD and NBG join forces to support coronavirus-hit firms in Georgia
28 აპრილი, 2020

შემდეგი სტატია

ჯეფ ბეზოსი მთის გულში 10 000-წლიან საათს აშენებს
28 აპრილი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker