აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტს ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა

აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტს ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 612.6 მლნ ლარი შეადგინდა (მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 555.2 მლნ ლარი), ხოლო გადასახდელებმა 702.2 მლნ ლარი. დეფიციტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან 90 მლნ ლარი დაიხარჯა.

როდესაც ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯება და მითუმეტეს, თუ დეფიციტი ნაშთის გამოყენებით იფარება, ეს ზრდის მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობას და უარყოფითი გავლენა აქვს, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *