Klarna ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ-კომპანია გახდა

Klarna ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ-კომპანია გახდა

შვედური Klarna ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კერძო ფინტექ-კომპანია გახდა. ონლაინ გადახდების კომპანია ახლა $10.6 მილიარდი ღირს. აღნიშნული ციფრული ბანკი ცნობილია თავისი „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ მოდელით, რომელიც ყიდვის მსურველებს უპროცენტო დაფინანსებას სთავაზობს.

შვედური Klarna-ს კონკურენტები რეგიონში არიან ბრიტანული აპლიკაცია Revolut-ი და გადახდების პლატფორმა Checkout.com-ი.

Klarna-ს აპლიკაციას 12 მილიონზე მეტი თვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. დღეში აღნიშნულ აპლიკაციას საშუალოდ 55 000 ადამიანი ტვირთავს.

კომპანია სწრაფ ზრდას განიცდის აშშ-ის ბაზარზე, ეს კი პანდემიით გამოწვეული ზრდაა. მომხმარებლები მასობრივად გადადიან ონლაინ ყიდვებსა და გადახდაზე. მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში, Klarna-მ 35 000 ახალი რითეილერი დაამატა თავის ქსელში. ამჟამად კომპანიას 200 000-ზე მეტი რითეილ-პარტნიორი ჰყავს, მათ შორის არიან Sephora, Groupon-ი და Ralph Lauren-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *