პოლონეთმა კომპანია “გაზპრომი” $7,6 მილიარდით დააჯარიმა

პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, UOKiK-მა კომპანია “გაზპრომი” $7,6 მილიარდით დააჯარიმა. ამით ის აიძულებს რუსულ კომპანიას, რომ შეწყვიტოს გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონტრაქტები ევროპულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები - Shell, Engie, Wintershall, Uniper და OMV პროექტის დაფინანსების ნახევარს შეადგენენ. პოლონური ანტიმონოპოლიური სამსახური კონტრაქტების გასაწყვეტად ევროპულ კომპანიებს 30 დღეს აძლევს. გარდა ამისა, აღნიშნულ კომპანიებს ჯამში $61 მილიონის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ. 

UOKiK-ის ხელმძღვანელის, თომაშ ხრუსნის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს და “გაზპრომს” პოლონეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ერთობლივი ღონისძიების ჩატარებაში ედებათ ბრალი. $7,6 მილიარდით კი “გაზპრომი” იმიტომ ჯარიმდება, რომ UOKiK-ის ნებართვის გარეშე შეუდგა გაზის გაყვანას ევროპის ტერიტორიაზე. 

პოლონური ანტმონოპოლიური სამსახურის მიერ 2020 წლის 6 სექტემბერს გამოხატულ პოზიციას კომპანიები სათითაოდ გამოეხმაურნენ:

“გაზპრომი” UOKiK-ის პოზიციას არ ემხრობა და აცხადებს, რომ პოლონურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს სასამართლოშიც უჩივლებს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ კომპანიას პოლონეთის ანტმონოპოლიური რეგულაციები არ დაურღვევია. “UOKiK-ის გადაწყვეტილება კანონიერების ყველა პრინციპს არღვევს. ხოლო ჯარიმის ეს ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტის შეჩერებას ცდილობს.”

Wintershall-ი იუწყება, რომ UOKiK-ის ბრალდებას აანალიზებს და საპასუხო იურიდიული მოქმედების შესახებაც აცხადებს. მათი აზრით, პოლონური ანტიმონოპოლიური სამსახური ამ შემთხვევაში არატრადიციულ გზას მიჰყვება და “კონცენტრაციის კონცეფციას უფრო ზოგად მნიშვნელობას სძენს.”

OMV-მაც, Wintershall-ის მსგავსად მიიღო UOKiK-ის პოზიცია და მას აანალიზებს. ამასთან ერთად, OMV აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოქმედებისას კანონმდებლობის არცერთი პრინციპი დაურღვევიათ.

Shell-ი პოლონური ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას ადასტურებს და იუწყება, რომ UOKiK-ის ბრალდებას არ ემხრობა. ამ დროისთვის, მომდევნო ნაბიჯების გადასადგემელად Shell-ი, როგორც “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტის ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი, UOKiK-ის გადაწყვეტილების გულდასმით სწავლობს.

Uniper-ი კი, აცხადებს, რომ კომპანიებს შორის შეთანხმება მხოლოდ დაფინანსებას შეეხებოდა და არა ერთობლივ საწარმოს: “მსგავსი ფინანსური შეთანხმებები პოლონეთის კანონმდებლობისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენენ, არც მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირებულა არასდროს ამდრომდე”.

kommersant.ru

ჩვენ გირჩევთ

IMF პროგნოზს განაახლებს –

Facebook-ი 32 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს 

IMF პროგნოზს განაახლებს –

IMF პროგნოზს განაახლებს – "კრიზისი შესაძლოა არც ისე ცუდი აღმოჩნდეს, როგორც თავიდან ვპროგნოზირებდით"

წინა სტატია

Billionaire Wealth Hits $10 Trillion For First Time Ever Thanks To Government Stimulus: UBS
08 October, 2020

შემდეგი სტატია

ერთიანობა, გამძლეობა და იმედი: HENNESSY X.O. 150 წლისაა
08 October, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker