Microsoft-ის CEO სატია ნადელა „კაპიტალიზმზე რეფერენდუმს“ ითხოვს

Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელა ფიქრობს, რომ დროა გადაიხედოს ის გზა, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზმი მუშაობს. მან Business Insider-ცნობით, კაპიტალიზმზე რეფერენდუმი მოითხოვა და მოუწოდა ბიზნესებს შეაფასონ თავიანთი თავი არამხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოგება აქვთ მათ, არამედ უფრო ფართოდ – რა ეკონომიკურ სარგებელს უზრუნველყოფენ ისინი საზოგადოებისთვის.

Microsoft-ის ხელმძღვანელის თქმით, უნდა გაიზომოს წარმატება იმ სამუშაო ადგილებით, რასაც ბიზნესი ქმნის, და იმ შემოსავლებით, რასაც მიმწოდებლებისთვის აგენერირებს. ასევე იმ ფულით, რასაც თავიანთი დასაქმებულები ხარჯავენ სადმე.

"სამართლიანია, დღეს, 2020 წელს პანდემიის შუაგულში გვქონდეს კაპიტალიზმზე რეფერენდუმი. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა სოციალური მიზნები უნდა ჰქონდეს კორპორაციას“, – განაცხადა ნადელამ.

მან მოიყვანა აქციონერების მაგალითი, რომლებიც Microsoft-ის დაპირებას უჭერენ მხარს 2030 წლისთვის კარბონ ნეიტრალურობის მიღწევის შესახებ.

ცნობისთვის, 2019 წლის აგვისტოში დაახლოებით 200 მსხვილი კომპანიის, მათ შორის Amazon-ის და JPMorgan-ის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს Business Roundtable-ს გაიდლაინებს, რომელიც აღწერს თუ როგორ უნდა წაახალისონ ეკონომიკა, რომ ის ყველა ამერიკელს ემსახურებოდეს.

ჩვენ გირჩევთ

სექტემბერში ფულადი გზავნილები 29 პროცენტით გაიზარდა

ჩინეთში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი იზრდება – სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ პანდემიის გავლენებს ებრძვიან

სექტემბერში ფულადი გზავნილები 29 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 29 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

სექტემბერში ფულადი გზავნილები 29 პროცენტით გაიზარდა
15 ოქტომბერი, 2020

შემდეგი სტატია

Microsoft CEO Satya Nadella Calls For ‘Referendum On Capitalism’
16 ოქტომბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker