ნელ-ნელა ზაფხული იწურება, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება დრო იმისათვის, რომ ზაფხულის ბოლო საკითხავი გადავშალოთ და კიდევ ერთ ლიტერატურულ თავგადასავალში ვიმოგზაუროთ.
ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკების კამპანია – „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც, კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.
ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად, „მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში კომენტარები დატოვეს, რომელთა მეშვეობით მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნონ იმ ადგილებს, რომლებმაც „მეგზურები“ დააფიქრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა.
7 ხელოვანს შორისაა ნინი ნუცუბიძეც, რომელმაც ზაფხულის საკითხავად უილიამ გოლდინგის წიგნი „ბუზთა ბატონი“ შეარჩია.
„ჩემი აზრით, კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება ადამიანს. ჩემს შემთხვევაში, მეხმარება ტექსტების წერაში. შეიძლება ზუსტად იმ მომენტში არ გამოვიყენო წაკითხული და განცდილი ემოციები, მაგრამ გამიჩინოს რაღაც ინსპირაცია… დაილექოს და სწორედ მაშინ ამოტივტივდეს გონებაში, როდესაც საჭირო გახდება“, – ამბობს ნინი ნუცუბიძე.
განმარტავს, რომ დღევანდელ სამყაროში კითხვის დრო ადამიანებს ნაკლებად რჩებათ, რადგან სულ სადღაც მიგვეჩქარება, სულ რაღაც არის გასაკეთებელი… თუმცა, მაინც, ყველაზე ტკბილია როცა ამ დატვირთული გრაფიკის ფონზე გამონახავ დროს და გადაშლი წიგნს – „მაგალითად, მეტროში… რაღაცნაირად სხვანაირი კონცენტრაციით და სიგემრიელით ვკითხულობ ამ დროს“, – გვიყვება ნინი.
მათ, კი ვისაც ახალი ლიტერატურული თავგადასავლის აღმოჩენა სურთ, ურჩევს, აუცილებლად წაიკითხონ „ბუზთა ბატონი“. მოგზაურობაში მეგზურობას კი მათ ნინი თავად გაუწევს.
უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს 10 რეგიონში მოქმედ საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში არის განთავსებული.
ამასთან, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge–სა და სულაკაურის გამომცემლობის (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე) მაღაზიებში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.